1.პროექტის თემა: გავუფრთხილდეთ ბუნებას
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს. ბუნებრივი რესურსების გამოყენებას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აცნობიერებს, იკვლევს საკუთარი ოჯახის მიერ მოხმარებული ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებას. მოსწავლეები თავად არჩევენ უსაფრთხო მარშრუტს. ისინი განარჩევენ სასმელად ვარგის წყალს. სიფრთხილეს იჩენენ უცნობი მცენარეებისა და სოკოების მიმართ. იცავენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესებს.
მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობენ არ დანაგვიანონ გარემო ექსკურსიის დროს.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 8–10 წლის III-V კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობა: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშვალებით სხვადასხვა მასალების მოძიება. პრეზენტაცია, დისკუსია,ფოტომასალების შეგროვება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტი: მოსწავლეებმა ინტერნეტის საშვალებით შეიძლება, გაავრცელოს ბუნების დაცვის სხვადასხვა ხერხები, ჩანაწერებით, სურათებით,ელექტრონული ჟურნალით, ამით ბავშვებს განუითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების, დაკვირვების უნარ–ჩვევები.
8.სარგებელი სხვებისთვის: ინტერნეტის საშვალებით ასევე ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ბუნების დაცვისა და სისუფთავის შესახებ თანატოლებსა და უფროსებს.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული––შექმნიან ლიტერატურულ ჟურნალს ,,ჩვენი სოფლის სურათები“ხელოვნება––შექმნიან ალბომს, დახატავენ ბუნების ამსახველ სურათებს.ბუნება––განსაზღვრავენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას და დაუკავშირებენ ბუნებრივ თავისებურებებს.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ავტორი: მაია კუტალაძე.
13.პროექტის ავტორის ელფოსტა: kutaladze.maia@gmail.com
No comments:
Post a Comment